четверг, 4 июня 2015 г.

მე მიყვარს ქართული ენა

მასწავლებელი:                                                                                                 ქ.თეთრაძე
  
                                   საკლასო პროექტი
პროექტის სახელწოდება:  ,, თუ დაივიწყე ენა ქართული ,მაშ საქართველო დაგვიწყებია
პროექტის იდეა:   საკლასო ღონისძიების  ჩატარება.
პროექტის აქტუალობა: 14 აპრილი ქართული ენის დღეა.
მიზანი:  მოსწავლეებმა შეისწავლონ ჩვენი ეროვნული ფასეულობა,რომელსაც სათუთად უნდა მოვუფრთხილდეთ,დავიცვათ და გვიყვარდეს,ეს არის ჩვენი ეროვნება,ჩვენი ენა ქართული.იცოდნენ ,რომ უდიდესი საუნჯეა ჩვენი ქართული ენა. შეისწავლონ ჩვენი ენის ისტორია,ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ და შეისწავლონ თუ როგორ ასხამდნენ ხოტბას,როგორ უყვარდათ მშობლიური ენა და იცავდნენ მას ჩვენი სასიქადულო მწერლები  
მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი
პროექტის   ხანგრძლივობა:  2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ საინტერესო წერილები , გაეცნობიან და შეისწავლიან რა საფრთხის წინაშე იდგა ქართული ენა,ასევე შეძლებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას.მოიძიებენ და გაეცნობიან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია || ქართული ენის შესახებ.
მოამზადებენ პლაკატებს:ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას.
                                               14 აპრილი დედაენის დღეა.
                                               თუ დაივიწყე ენა ქართული ,მაშ,საქართველო დაგვიწყებია.
                                               უდიდესი საუნჯეა ჩვენი ქართული ენა
მოძიებული მასალების გამოყენებით  გავაკეთებთ სლაიდებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  დამოუკიდებლად მუშაობის ,სათქმელის თანმიმდევრულად ჩამოყალიბების ჩანაწერების  შექმნის უნარი.
რესურსები: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა,ინტერნეტი,კომპიუტერი,ფერადი ქაღალდები,სკოლის ბიბლიოთეკა.
სამუშაო ენა: ქართული ენა
ამოცანა: ქართული ენის სიწმინდისა და დაცვის მიზნით ღონისძიების ჩატარება.
პროექტის აქტივობები : კვლევა-ძიებითი სამუშაო, მოძიებული მასალის დამუშავება და  შესწავლა,პროექტისა და საკლასო ოთახის გაფორმება.
ინტეგრირება:ქართული ენა,ისტ და ხელოვნება.
შესრულების განრიგი: 16 აპრილი
პროექტის  ფასილიტატორი: ქეთევან თეთრაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: qtetradze.@gmail.kom